დებატკლუბი ახდენს მოსწავლეთა შეხვედრების ორგანიზებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, სადაც ხდება განხილვა და დისკუსიები მონაწილეთა მიერ. დებატკლუბი საჭიროების შესაბამისად იწვევს სკოლის, ქალაქის ან/და ქვეყნის მასშტაბით ცნობილ პიროვნებებს კონკრეტულ საკითხზე შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
2022-2023 სასწავლო წელს თვითმმართველობის დახმარებითა და მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში ჩამოყალიბდა დებატკლუბი, რომელიც აერთიანებს მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს.
კლუბის მიზანია მოსწავლეებში დახვეწოს კრიტიკული აზროვნების უნარი, ასწავლოს მათ დებატების ხელოვნება, ჯანსაღი დისკუსიების წარმართვა და აზრის სწორად დაფიქსირება.
მეორე სემესტრში იგეგმება ახალ-ახალი აქტივობები, რომლებშიც გაერთიანდებიან მოსწავლეები და იმუშავებენ ერთობლივად სხვადასხვა თემაზე.
შეხვედრები იმართება ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს 2 საათზე.