მეცნიერების კლუბი გეგმავს და აწყობს დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, კონფერენციებს და სხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებს ბიოლოგიაში, ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, IT-სა და სხვა დისციპლინებში.
კლუბის ზოგად მიზნებს წარმოადგენს, სკოლაში საგანმანათლებლო აქტივობების ინიცირება და განხორციელება, სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვა, მათი სისრულეში მოყვანა. მოსწავლეების უშუალო ჩართულობა გარემოსდაცვითი განათლების მიღების პროცესში, მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა, კლუბის საქმიანობისთვის ახალი იდეების შეთავაზება. ტრენინგების, შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება.
კლუბის მიერ აქამდე განხორციელებულ აქტივობებს შორის შედის შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშები. რეგულარულად მეცნიერების კლუბის ხელმძღვანელები ახორციელებენ პროექტს „ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა მოზარდებში“. პროექტის ფარგლებში წლევანდელი სასწავლო წლის 29 დეკემბერს ჩატარდა ვიქტორინა კონკურსი- „ჯანსაღი ცხოვრება“. კონკურსში მონაწილეობდნენ მე-6 საჯარო სკოლის მე-7 (ა და ბ), ასევე მე-8 კლასის მოსწავლეები. შედეგებს აჯამებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავჯდომარე ელისო ბერძული და ბიოლოგიის პედაგოგი ლელა სილაკაძე.
ვიქტორინა მოიცავდა დახურულ კითხვებს, კროსვორდებსა და ბლიც შეკითხვებს. მოსწავლეები დიდი ინტერესით და მონდომებით იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი დაჯილდოვდა სიგელით.
აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, სკოლის თემში და მის ირგვლივ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დანერგვას.