ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ისტორიის კლუბი დიდი ხანია არსებობს. მისი ხელმძღვანელია ნანა მაისურაძე, ისტორიის მასწავლებელი. კლუბის სახელია ,,მატიანე“.
კლუბის დანიშნულებაა ისტორიის მოყვარულთა შეხვედრების ორგანიზება და შიდასასკოლო, რეგიონალური თუ ეროვნული ოლიმპიადებისთვის მზადება.
კლუბის მიზანია ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებთან ერთად ისეთი საკითხების განხილვა, რომლებიც არ არის შეტანილი სასკოლო პროგრამაში, წარსული და თანამედროვე მოვლენების კრიტიკული გააზრება, თეორიული ცოდნის, ლოგიკური აზროვნებისა და შეფასების უნარების განვითარება, წყაროების განხილვა-ანალიზის შესწავლა და დისკუსიების გამართვა.