სპორტის კლუბი აწყობს შეჯიბრებებს, ჩემპიონატებს სპორტის სხვადასვა სახეობებში, თანამშრომლობს ქალაქ ტყიბულის შესაბამის ორგანიზაციებთან, აგრეთვე ცალკეულ სპორტის სახეობათა ფედერაციებთან და ახორციელებს კანონით ნებადართულ სხვა ღონისძიებებს.
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დირექცია და პედაგოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მოსწავლეებში დანერგვას და შესაბამისად, სთავაზობენ მათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს.