წიგნის კლუბი პერიოდულად მართავს საღამოებს კონკრეტული წიგნის, ავტორის ან/და თემატიკის შესაბამისად, სადაც მოსწავლეები და შეხვედრის დამსწრე პირები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს. წიგნის კლუბი თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან (ბიბლიოთეკები, გამომცემლობები, სტამბები და სხვა) რათა უკეთესად უზრუნველყოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
2022-2023 სასწავლო წელს სკოლის თვითმმართველობის დახმარებითა და მოსწავლეების, მარიამ ქარქაშაძისა და ლილე გაბრიაძის, ინიციატივით ჩამოყალიბდა წიგნის კლუბი.
პირველივე შეხვედრაზე ხელმძღვანელებმა გაიცნეს მოსწავლეები, ისაუბრეს ლიტერატურაზე და მასთან დაკავშირებულ საინტერესო თემებზე.
რეგულარულ შეხვედრებზე არჩეული წიგნები ირჩევა კლუბის მონაწილეების თვალსაზრისით, რისთვისაც შექმნილია წიგნაკი.
კლუბის მიზანია მოსწავლეებში გააღვივოს და გააძლიეროს წიგნის სიყვარული, გააუმჯობესოს აუდიტორიის წინაშე თავისუფლად საუბრისა და ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზის უნარი და აამაღლოს ზოგადი განათლების დონე მოსწავლეებში.