2022 წლის 27 დეკემბერს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა მოსწავლეებმა და წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ იასპარეზეს გეზრბენის, ბადმინტონის, მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ,,მხიარული სტარტების“ ტურნირებში.
ვაჟთა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი გეზრბენის ტურნირში და განაგრძობენ რეგიონულ ეტაპზე ასპარეზს. გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის ტურნირებში, მოიპოვეს საგზური და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელით რეგიონულ ეტაპზე განაგრძობენ ასპარეზობას.
ხელბურთის გუნდის წევრი, მარიამ ბრეგაძე, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს:
-ნამდვილად რთული და დაძაბული თამაში იყო, თუმცა ბოლოს მაინც გავიმარჯვეთ ანგარიშით 13-10. პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, კერძოდ მე, რამაც მოგვცა სტიმული და საბოლოოდ დაგვამარცხებინა მოწინააღმდეგე გუნდი.
მათი პედაგოგია მირზა სოფრომაძე.


