ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ნუცა ქასრაშვილი და ნინი დიდებაშვილი, გაერთიანდნენ პროექტში ,,ახალგაზრდული იდეა“. ზოგადად, პროექტი, როგორც ახალგაზრდული ინტეგრაციის პროექტის ნაწილი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის დემოკრატიულ განვითარებაში. ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგია, ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ითვალისწინებს. მათ მიღებული ცოდნისა და ფინანსური რესურსების გამოყენებით უნდა შეარჩიონ და დააფინანსონ ახალგაზრდული პროექტები, რომლებიც თემში არსებულ პრობლემებს პასუხობს. კონცეფციის მიხედვით, ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობა პროექტებში მათი გააქტიურების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ჩვენმა სკოლის კომიტეტმა გამოკითხა 100 რესპოდენტი ტყიბულის მასშტაბით, გამოყო 3 ძირითადი პრობლემა (ნარჩენების მართვა, ბულინგი, ბავშვთა უფლებები) და გამოაცხადა საგრანტო კონკურსი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა 15-24 წლის პირს.
გისურვებთ წარმატებებს!