21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ს.ს.ა.ი.პ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს და ეს დღე თანატოლებს მიუძღვნეს. აქტივობის მიზანი იყო ბავშვებში ცნობიერების ამაღლება, მხარდაჭერის გამოხატვა და ტოლერანტული დამოკიდებულების გაღრმავება.
