2022_2023 სასწავლო წლის რეგიონალური სპორტული ოლიმპიადა დასრულდა. N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებულად იასპარეზეს შეჯიბრებაში და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს ხელბურთში, ხოლო კალათბურთსა და ფრენბურთში მე-4 ადგილის მფლობელნი გახდნენ. მათ ხელმძღვანელობდა სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი – მირზა სოფრომაძე. ვულოცავთ ამ წარმატებას!
