Skip to content
Menu
erqvani.ge
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენ შესახებ
    • ქალაქი ტყიბული
    • სსიპ მე-6 საჯარო სკოლა
    • თვითმმართველობის დებულება
    • რეგისტრაციის ფორმა
  • კლუბები
    • სამოქალაქო განათლების კლუბი
      • სამოქალაქო
      • ეკოლოგია
    • მეცნიერების კლუბი
      • მათემატიკა
      • ფიზიკა
      • ქიმია
      • კომპიუტერული მეცნიერებები
      • ისტორია
      • ბიოლოგია
    • სპორტის კლუბი
    • სოციალური მედიის კლუბი
    • კულტურის კლუბი
      • ქორეოგრაფია
      • ფერწერა
      • მუსიკა
    • დებატკლუბი
    • წიგნის კლუბი
    • ბიზნეს კლუბი
    • საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი
  • გაზეთი “ერქვანი”
    • მეცნიერება და სამოქალაქო განათლება
    • სპორტი და კულტურა
    • მსოფლიო ამბები
    • სხვადასხვა
  • ბლოგი
  • ფოტო/ვიდეო გალერია
    • Video
erqvani.ge

Year: 2023

სპორტული ოლიმპიადა!!

Posted on April 24, 2023April 28, 2024

2022_2023 სასწავლო წლის რეგიონალური სპორტული ოლიმპიადა დასრულდა. N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებულად იასპარეზეს შეჯიბრებაში და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს ხელბურთში, ხოლო კალათბურთსა და ფრენბურთში მე-4 ადგილის მფლობელნი გახდნენ. მათ ხელმძღვანელობდა სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი – მირზა სოფრომაძე. ვულოცავთ ამ წარმატებას!

14 აპრილი

Posted on April 15, 2023April 15, 2023

14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა.     1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა რუსული ენა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.      ამ…

ინტერვიუ

Posted on April 2, 2023April 2, 2023

2023 წლის 29 მარტს, წყალტუბოში ჩატარდა შეჯიბრი ხელბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ტყიბულის N-6 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა. ჩემპიონათში გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. დამატებითი ინფორმაციისთვის გავესაუბრეთ ხელბურთის გუნდის წევრს, მე-8 კლასელ ნია გოგლიძეს. -მოგესალმები, ნია. -გამარჯობა. -როგორც ვიცი, ხელბურთის გუნდში ახალი გაწევრიანებული ხართ და გამარჯვებაც მალევე მოიპოვეთ. რას იტყვით შედეგზე, რომელსაც მიაღწიეთ?…

ჩემი საყვარელი პერსონაჟი

Posted on March 29, 2023March 29, 2023

,,მოხუცი მწყემსი: ვისურვებდი, ათიდან ოც წლამდე ასაკი არ არსებობდეს, ან ყმაწვილებს მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძინოთ; თორემ რა გამოდის, სწორედ ამ წლებში სხვა საქმე არა აქვთ გარდა… მოხუცების შეურაცხყოფის, ქურდობისა და ჩხუბის…“ უილიამ შექსპირი, ,,ზამთრის ზღაპარი“. თავქარიანობისა და თვითნებობის ზღვარზე მდგარი, გზააბნეული ყმაწვილებისთვის თავისუფლება ძალაუფლებით ტკბობაა, ძალაუფლებით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის თავისუფალი ნება. ვაჟებს თითქოს…

შეჯიბრი ხელბურთში!

Posted on March 29, 2023March 29, 2023

26 მარტს,ქალაქ ტყიბულში N6 და N1 საჯარო სკოლებს შორის გაიმართა სპორტული შეჯიბრება ხელბურთში,როგორც გოგონათა ისე ვაჟთა ჯგუფებს შორის.გოგონებში მე-6 საჯარო სკოლამ ანგარიშით:6-3,ხოლო ვაჟებში პირველმა სკოლამ ანგარიშით:13-2 გაიმარჯვეს. ვულოცავთ გამარჯვებას გოგონებს და ვუსურვებთ წარმატებას!

ჩვენ არ  ვითვლით ქრომოსომებს!

Posted on March 26, 2023March 29, 2023

21 მარტი  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ს.ს.ა.ი.პ ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს  და ეს დღე  თანატოლებს  მიუძღვნეს. აქტივობის მიზანი იყო ბავშვებში ცნობიერების ამაღლება, მხარდაჭერის გამოხატვა და ტოლერანტული დამოკიდებულების გაღრმავება.

ინტერვიუ

Posted on March 6, 2023March 6, 2023

რესპოდენტი: ნანა მაისურაძე კორესპოდენტი და იდეის ავტორი: ლილე გაბრიაძე ქალაქ ტყიბულის N-6 საჯარო სკოლა ცნობილია წარმატებული და განათლებული პიროვნებების აღზრდით. ეს ის სკოლაა, რომელმაც წლების მანძილზე გამოუშვა სანაქებო თობები. ზოგადად განათლებისა და სკოლის შესახებ გავესაუბრე სკოლის ისტორიის პედაგოგს, ქალბატონ ნანა მაისურაძეს. –მოგესალმებით, ქალნატონო ნანა. ძალიან მაინტერესებს, როდესაც სკოლაში მასწავლებლად მოხვედით, როგორ მდგომარეობაში დაგხვდათ სასწავლებელი? -მოგესალმები….

ახალგაზრდული იდეა

Posted on February 12, 2023February 12, 2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმული პროექტში ,,ტყიბულის ახალგაზრდული იდეა“ და აერთიანებენ მათ თემს პრობლემების აღმოსაფხვრელად. პროექტზე დაწვრილებით ინფორმაციის მოსაპოვებლად გავესაუბრეთ ნუცა ქასრაშვილს, ნინი დიდებაშვილსა და თეკლა გიორგაძეს მათ მოხალისეობრივ საქმიანობასა და მიზნებზე: მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!

60 წლის იუბილე

Posted on February 5, 2023February 5, 2023

2022-2023 სასწავლო წელი N6 საჯარო სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის 60 წლისთავი აღინიშნება. წლის დასაწყისში სკოლამ იუბილე საზეიმო ვითარებაში, ემოციებით სავსე გარემოში აღნიშნა. ღონისძიება მიეძღვნა სკოლის კურსდამთავრებულებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს. სკოლას ესტუმრნენ კურსდამთავრებულები თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის პირველი გამოშვების მოსწავლეებიც. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები. ამავე დღეს გაიხსნა სკოლის მოკლე ისტორიის შესახებ შექმნილი…

ტყიბულის ახალგაზრდული იდეა

Posted on February 5, 2023February 5, 2023

ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ნუცა ქასრაშვილი და ნინი დიდებაშვილი, გაერთიანდნენ პროექტში ,,ახალგაზრდული იდეა“. ზოგადად, პროექტი, როგორც ახალგაზრდული ინტეგრაციის პროექტის ნაწილი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის დემოკრატიულ განვითარებაში. ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგია, ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ითვალისწინებს. მათ მიღებული ცოდნისა და ფინანსური რესურსების გამოყენებით უნდა შეარჩიონ და დააფინანსონ…

  • 1
  • 2
  • Next

უახლესი სტატიები

  • თამაშით გამარჯვებამდეMarch 25, 2025
  • ადგილი, სადაც ცოდნა და მეგობრობა ერთად იბადებაMarch 7, 2025
  • მედიაწიგნიერება: ინფორმაციაზე კონტროლის აუცილებლობაNovember 13, 2024
  • სპორტული ოლიმპიადა!!April 24, 2023
  • 14 აპრილიApril 15, 2023

არქივი

  • 2025 (2)
  • 2024 (1)
  • 2023 (12)

კატეგორიები

  • მეცნიერება და სამოქალაქო განათლება (3)
  • სოციალური მეცნიერებები (1)
  • სპორტი და კულტურა (6)
  • სხვადასხვა (8)
  • ფოტო/ვიდეო გალერია (1)
სსიპ ქალაქ ტყიბულის #6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები

ელექტრონული ფოსტა: Tkibuli6@mes.gov.ge

ნომერი: (497)22-28-15

მისამართი: თაყაიშვილის ქუჩა N1, ქალაქი ტყიბული, საქართველო

გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება

როგორ შეაფასებდით ჩვენ ვებ გვერდს (erqvani.ge)(სავალდებულო)

©2025 erqvani.ge | WordPress Theme by Superbthemes.com