2022 წლის 27 დეკემბერს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა მოსწავლეებმა და წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ იასპარეზეს გეზრბენის, ბადმინტონის, მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ,,მხიარული სტარტების“ ტურნირებში. ვაჟთა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი გეზრბენის ტურნირში და განაგრძობენ რეგიონულ ეტაპზე ასპარეზს. გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის ტურნირებში, მოიპოვეს საგზური და ტყიბულის მუნიციპალიტეტის…
Year: 2023

წიგნების თაროს ფინალი!
2023 წლის 31 იანვარს პედაგოგ ცირა კლუბლაშვილის ინიციატივითა და თვითმმართველობის დახმარებით VIIა და VIIბ კლასებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,წიგნების თარო” მეორე ტური. გამარჯვებული გახდა VIIა კლასის გუნდი. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!