21-ე საუკუნეში ძალიან განვითარდა სასკოლო და კლასგარეშე ინფორმირება ინტერნეტის საშუალებით, რასაც თან სდევს მედიაწიგნიერების ცოდნა. მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული სამყაროს გამოწვევებზე. იგი გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. მარტივი სიტყვებით და გასაგებად რომ ავხსნათ, მედიაწიგნიერება საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მოძიებული ინფორმაციის ჭეშმარიტება ან სიცრუე. სწორედ ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ისაუბრეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ნინი მახვილაძემ და ანანო ბოჭორიშვილმა, რომლებმაც გაგვაცნეს ამომწურავი ინფორმაცია მედიაწიგნიერების შესახებ.
