2025 წლის 19 მარტს, ქ.ტყიბულის სპორტ სასახლეში გაიმართა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის, მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება.
შეჯიბრი სპორტის რვა სახეობაში მიმდინარეობდა:
გეზრბენი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მაგიდის ჩაგბურთი, ბადმინტონი, მინი ფეხბურთი და მხიარული სტარტები.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ჯილდოდ გადაეცათ სიგელები, ხოლო პირველ ადგილოსნებს- სიგელებთან ერთად თასები და შესაბამისი სპორტული ფორმა.
ქ. ტყიბულის N6 საჯარო სკოლამ მოიპოვა:
- ხელბურთი ვაჟები- I ადგილი
- ხელბურთი გოგონები- I ადგილი
- მძლეოსნობა ვაჟები- I ადგილი
- მინი ფეხბურთი ვაჟები- I ადგილი
- ფრენბურთი გოგონები- II ადგილი
- მხიარული სტარტები- II ადგილი
ჩვენი სკოლის სპორტული ჯილდო გამარჯვებულთა შრომასა და წარმატებას აღნიშნავს, რაც ხელს უწყობს მოტივაციისა და სპორტის სიყვარულის ამაღლებას. ეს არა მხოლოდ მიღწეული შრომის აღიარებაა, არამედ სტიმული მომავალი სპორტსმენებისთვის, რომ მიზანდასახულობითა და შრომით კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ.

