2025 წლის 19 მარტს, ქ.ტყიბულის სპორტ სასახლეში გაიმართა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის, მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება. შეჯიბრი სპორტის რვა სახეობაში მიმდინარეობდა: გეზრბენი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მაგიდის ჩაგბურთი, ბადმინტონი, მინი ფეხბურთი და მხიარული სტარტები. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ჯილდოდ გადაეცათ სიგელები, ხოლო პირველ ადგილოსნებს- სიგელებთან ერთად თასები და შესაბამისი სპორტული ფორმა. ქ. ტყიბულის N6 საჯარო სკოლამ მოიპოვა:…
Category: სპორტი და კულტურა

სპორტული ოლიმპიადა!!
2022_2023 სასწავლო წლის რეგიონალური სპორტული ოლიმპიადა დასრულდა. N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებულად იასპარეზეს შეჯიბრებაში და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს ხელბურთში, ხოლო კალათბურთსა და ფრენბურთში მე-4 ადგილის მფლობელნი გახდნენ. მათ ხელმძღვანელობდა სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი – მირზა სოფრომაძე. ვულოცავთ ამ წარმატებას!
ინტერვიუ
2023 წლის 29 მარტს, წყალტუბოში ჩატარდა შეჯიბრი ხელბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ტყიბულის N-6 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა. ჩემპიონათში გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. დამატებითი ინფორმაციისთვის გავესაუბრეთ ხელბურთის გუნდის წევრს, მე-8 კლასელ ნია გოგლიძეს. -მოგესალმები, ნია. -გამარჯობა. -როგორც ვიცი, ხელბურთის გუნდში ახალი გაწევრიანებული ხართ და გამარჯვებაც მალევე მოიპოვეთ. რას იტყვით შედეგზე, რომელსაც მიაღწიეთ?…

შეჯიბრი ხელბურთში!
26 მარტს,ქალაქ ტყიბულში N6 და N1 საჯარო სკოლებს შორის გაიმართა სპორტული შეჯიბრება ხელბურთში,როგორც გოგონათა ისე ვაჟთა ჯგუფებს შორის.გოგონებში მე-6 საჯარო სკოლამ ანგარიშით:6-3,ხოლო ვაჟებში პირველმა სკოლამ ანგარიშით:13-2 გაიმარჯვეს. ვულოცავთ გამარჯვებას გოგონებს და ვუსურვებთ წარმატებას!
60 წლის იუბილე
2022-2023 სასწავლო წელი N6 საჯარო სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის 60 წლისთავი აღინიშნება. წლის დასაწყისში სკოლამ იუბილე საზეიმო ვითარებაში, ემოციებით სავსე გარემოში აღნიშნა. ღონისძიება მიეძღვნა სკოლის კურსდამთავრებულებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს. სკოლას ესტუმრნენ კურსდამთავრებულები თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის პირველი გამოშვების მოსწავლეებიც. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები. ამავე დღეს გაიხსნა სკოლის მოკლე ისტორიის შესახებ შექმნილი…

სპორტის სიახლეები
2022 წლის 27 დეკემბერს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა მოსწავლეებმა და წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ იასპარეზეს გეზრბენის, ბადმინტონის, მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ,,მხიარული სტარტების“ ტურნირებში. ვაჟთა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი გეზრბენის ტურნირში და განაგრძობენ რეგიონულ ეტაპზე ასპარეზს. გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის ტურნირებში, მოიპოვეს საგზური და ტყიბულის მუნიციპალიტეტის…