14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წელს დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა რუსული ენა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ…
Category: სხვადასხვა
ინტერვიუ
2023 წლის 29 მარტს, წყალტუბოში ჩატარდა შეჯიბრი ხელბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ტყიბულის N-6 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა. ჩემპიონათში გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. დამატებითი ინფორმაციისთვის გავესაუბრეთ ხელბურთის გუნდის წევრს, მე-8 კლასელ ნია გოგლიძეს. -მოგესალმები, ნია. -გამარჯობა. -როგორც ვიცი, ხელბურთის გუნდში ახალი გაწევრიანებული ხართ და გამარჯვებაც მალევე მოიპოვეთ. რას იტყვით შედეგზე, რომელსაც მიაღწიეთ?…

ჩემი საყვარელი პერსონაჟი
,,მოხუცი მწყემსი: ვისურვებდი, ათიდან ოც წლამდე ასაკი არ არსებობდეს, ან ყმაწვილებს მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძინოთ; თორემ რა გამოდის, სწორედ ამ წლებში სხვა საქმე არა აქვთ გარდა… მოხუცების შეურაცხყოფის, ქურდობისა და ჩხუბის…“ უილიამ შექსპირი, ,,ზამთრის ზღაპარი“. თავქარიანობისა და თვითნებობის ზღვარზე მდგარი, გზააბნეული ყმაწვილებისთვის თავისუფლება ძალაუფლებით ტკბობაა, ძალაუფლებით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის თავისუფალი ნება. ვაჟებს თითქოს…

ინტერვიუ
რესპოდენტი: ნანა მაისურაძე კორესპოდენტი და იდეის ავტორი: ლილე გაბრიაძე ქალაქ ტყიბულის N-6 საჯარო სკოლა ცნობილია წარმატებული და განათლებული პიროვნებების აღზრდით. ეს ის სკოლაა, რომელმაც წლების მანძილზე გამოუშვა სანაქებო თობები. ზოგადად განათლებისა და სკოლის შესახებ გავესაუბრე სკოლის ისტორიის პედაგოგს, ქალბატონ ნანა მაისურაძეს. –მოგესალმებით, ქალნატონო ნანა. ძალიან მაინტერესებს, როდესაც სკოლაში მასწავლებლად მოხვედით, როგორ მდგომარეობაში დაგხვდათ სასწავლებელი? -მოგესალმები….

ახალგაზრდული იდეა
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმული პროექტში ,,ტყიბულის ახალგაზრდული იდეა“ და აერთიანებენ მათ თემს პრობლემების აღმოსაფხვრელად. პროექტზე დაწვრილებით ინფორმაციის მოსაპოვებლად გავესაუბრეთ ნუცა ქასრაშვილს, ნინი დიდებაშვილსა და თეკლა გიორგაძეს მათ მოხალისეობრივ საქმიანობასა და მიზნებზე: მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!
60 წლის იუბილე
2022-2023 სასწავლო წელი N6 საჯარო სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის 60 წლისთავი აღინიშნება. წლის დასაწყისში სკოლამ იუბილე საზეიმო ვითარებაში, ემოციებით სავსე გარემოში აღნიშნა. ღონისძიება მიეძღვნა სკოლის კურსდამთავრებულებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს. სკოლას ესტუმრნენ კურსდამთავრებულები თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის პირველი გამოშვების მოსწავლეებიც. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები. ამავე დღეს გაიხსნა სკოლის მოკლე ისტორიის შესახებ შექმნილი…
ტყიბულის ახალგაზრდული იდეა
ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ნუცა ქასრაშვილი და ნინი დიდებაშვილი, გაერთიანდნენ პროექტში ,,ახალგაზრდული იდეა“. ზოგადად, პროექტი, როგორც ახალგაზრდული ინტეგრაციის პროექტის ნაწილი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის დემოკრატიულ განვითარებაში. ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგია, ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ითვალისწინებს. მათ მიღებული ცოდნისა და ფინანსური რესურსების გამოყენებით უნდა შეარჩიონ და დააფინანსონ…

წიგნების თაროს ფინალი!
2023 წლის 31 იანვარს პედაგოგ ცირა კლუბლაშვილის ინიციატივითა და თვითმმართველობის დახმარებით VIIა და VIIბ კლასებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,წიგნების თარო” მეორე ტური. გამარჯვებული გახდა VIIა კლასის გუნდი. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!