ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმული პროექტში ,,ტყიბულის ახალგაზრდული იდეა“ და აერთიანებენ მათ თემს პრობლემების აღმოსაფხვრელად. პროექტზე დაწვრილებით ინფორმაციის მოსაპოვებლად გავესაუბრეთ ნუცა ქასრაშვილს, ნინი დიდებაშვილსა და თეკლა გიორგაძეს მათ მოხალისეობრივ საქმიანობასა და მიზნებზე: მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!
60 წლის იუბილე
2022-2023 სასწავლო წელი N6 საჯარო სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის 60 წლისთავი აღინიშნება. წლის დასაწყისში სკოლამ იუბილე საზეიმო ვითარებაში, ემოციებით სავსე გარემოში აღნიშნა. ღონისძიება მიეძღვნა სკოლის კურსდამთავრებულებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს. სკოლას ესტუმრნენ კურსდამთავრებულები თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის პირველი გამოშვების მოსწავლეებიც. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები. ამავე დღეს გაიხსნა სკოლის მოკლე ისტორიის შესახებ შექმნილი…
ტყიბულის ახალგაზრდული იდეა
ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ნუცა ქასრაშვილი და ნინი დიდებაშვილი, გაერთიანდნენ პროექტში ,,ახალგაზრდული იდეა“. ზოგადად, პროექტი, როგორც ახალგაზრდული ინტეგრაციის პროექტის ნაწილი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის დემოკრატიულ განვითარებაში. ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგია, ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ითვალისწინებს. მათ მიღებული ცოდნისა და ფინანსური რესურსების გამოყენებით უნდა შეარჩიონ და დააფინანსონ…

სპორტის სიახლეები
2022 წლის 27 დეკემბერს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა მოსწავლეებმა და წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ იასპარეზეს გეზრბენის, ბადმინტონის, მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ,,მხიარული სტარტების“ ტურნირებში. ვაჟთა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი გეზრბენის ტურნირში და განაგრძობენ რეგიონულ ეტაპზე ასპარეზს. გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის ტურნირებში, მოიპოვეს საგზური და ტყიბულის მუნიციპალიტეტის…

წიგნების თაროს ფინალი!
2023 წლის 31 იანვარს პედაგოგ ცირა კლუბლაშვილის ინიციატივითა და თვითმმართველობის დახმარებით VIIა და VIIბ კლასებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,წიგნების თარო” მეორე ტური. გამარჯვებული გახდა VIIა კლასის გუნდი. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!